1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი  მნიშვნელობა:

ა) ბიზნესოპერატორი − პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ვაჭრობისას (იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით) გამოსაყენებელი შხმ-ის დამუშავებას, დამზადებას, შეკეთებას, მარკირებას, ამ წესის შესაბამისად, და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;

ბ) დამუშავება − პროცედურა, მავნე ორგანიზმის განადგურების, ინაქტივაციის, მოშორების, სტერილიზაციის ან დევიტალიზაციის მიზნით;

გ) თერმული დამუშავება  − პროცესი, რომლის დროსაც  ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, შხმ ცხელდება მინიმალურ ტემპერატურამდე,   მინიმალური დროის  განმავლობაში;

დ) კდ –

მეთილბრომიდის გარკვეული კონცენტრაციის (გ/მ3) ნამრავლი დამუშავების  დროზე;

ე) ინსპექტირება − სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც მოიცავს შხმ-ის დამამუშავებელი, დამამზადებელი, შემკეთებელი და მარკირების განმახორციელებელი  ბიზნესოპერატორის ადგილზე შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ვ) კონტამინაცია − ტვირთში, დასაწყობების ადგილში, სატრანსპორტო საშუალებაში ან/და კონტეინერში მავნე ორგანიზმის ან სხვა რეგულირებადი ობიექტის არსებობა, რაც არ წარმოადგენს დასნებოვნებას;

ზ) მარკირება − ბეჭდის  ან დამღის დასმა,  რითაც დასტურდება, რომ შხმ დამუშავებულია ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტის ISPM 15-ის ან/და ამ წესის  შესაბამისად;

თ) ფუმიგაცია − დამუშავება აირად მდგომარეობაში მყოფი ქიმიური ნივთიერებით, რომელიც მთლიანად ან უმეტესწილად აღწევს შხმ-ში და მოიცავს მას;

ი) ქერქგაცლილი ხის მასალა − ხის მასალა,  რომელსაც შემოცლილი აქვს ქერქი;

კ) შესაფუთი ხის მასალა − ხის მასალა ან ხისგან დამზადებული პროდუქტი, მათ შორის: შესაფუთი ბლოკი, ყუთი, პალეტი, სამაგრი ხის მასალა, დოლურა, კოჭა (ქაღალდის პროდუქციის  გარდა),  რომელსაც იყენებენ ტვირთის გადასაადგილებლად, დასამაგრებლად, საყრდენად ან სადგამად;

ლ) კოდი − შხმ-ის მარკირებისთვის გამოსაყენებელი კოდი, მათ შორის:

ლ.ა) DН − (Dielectric Heating) - მაღალ ტემპერატურაზე  დიელექტრული გაცხელებით დამუშავების კოდი;

ლ.ბ) НТ –

(Heat Treatment) –

თერმული დამუშავების კოდი;

ლ.გ) MB –

(Methyl bromide) –

მეთილბრომიდით დამუშავების კოდი.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის  საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის  კოდექსით განსაზღვრული  ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ