1. ამ წესით განსაზღვრული შხმ-ის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შხმ-ის შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან, მისი დამუშავების, დამზადების, შეკეთებისა  და მარკირების ეტაპებზე;

ბ) უზრუნველყოს გამზომი ხელსაწყოების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  დაკალიბრება ან დამოწმება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სააგენტოსთვის სახელმწიფო კონტროლის დროს;

გ) აწარმოოს  შხმ-ისა  და  ხის მასალის  შეძენისა და რეალიზაციის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაცია;

დ) მოახდინოს   შხმ-ის მარკირება, დამუშავების  ტიპის შესაბამისად;

ე) ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების დროს, სააგენტოს წარუდგინოს სწორი მონაცემები მარკირებული  შხმ-ის რაოდენობისა და დამუშავების ტიპის შესახებ;

ვ) აწარმოოს შხმ-ის დამუშავებასა და მარკირებასთან დაკავშირებული ჩანაწერები;

ზ) შეასრულოს სააგენტოს რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება შხმ-ის დამუშავების ტექნიკურ მხარეს;

თ) ბიზნესოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს შხმ-ის დამუშავებისა და მარკირების პროცესში უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვ