1. სააგენტოს მიერ განცხადებისა და თანმხლები დოკუმენტაციის განხილვა ხდება განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. დოკუმენტაციაში შეუსაბამობის (ხარვეზის) გამოვლენისას, ბიზნესოპერატორს შუსაბამობის აღმოსაფხვრელად ეძლევა 15 სამუშაო დღემდე.
3. შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
4. სააგენტო ახორციელებს საწარმოს სახელმწიფო კონტროლს და ავსებს შხმ-ის შესაბამისობის შეფასების აქტს (დანართი №2), დოკუმენტაციის განხილვიდან ერთი თვის ვადაში.
5. შხმ-ის შესაბამისობის შეფასების აქტის საფუძველზე, სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში:
ა) ბიზნესოპერატორს ანიჭებს შხმ-ის მარკირების გამოყენების უფლებას და გასცემს მარკირების გამოყენების უფლების მინიჭების მოწმობას (დანართი №1);
ბ) იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს ბიზნესოპერატორ