1. შხმ-ის ორთქლით თერმული დამუშავებისას, კამერული შრობის ღუმელში, ხის მთელ სისქეში, შუაგულის ჩათვლით, არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში ტემპერატურა უნდა იქნეს არანაკლებ 560 C-ისა.
2. ყოველი ჩატვირთვისას თერმოკამერაში ან ხეში უნდა განისაზღვროს კამერის ან ხის ყველაზე ცივი ადგილი.
3. ხის სინესტის მასური წილის დასადგენად, უნდა განისაზღვროს: ხის სახეობა, ხის სისქე, ჰაერის ნაკადი, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა.
4. თერმოკამერა, იატაკის იზოლაციის ჩათვლით, უნდა იქნეს ჰერმეტული, კარგად იზოლირებული და იმგვარად მოწყობილი, რომ იძლეოდეს ჰაერის ნაკადის მოძრაობის საშუალებას ხის მასალის გარშემო და მის შუაგულში.
5. დამუშავებისას, თერმოკამერაში ჰაერის ნაკადის დროული და საჭირო რაოდენობით მიწოდებისა და ხის ძირითადი ტემპერატურის შესანარჩუნებლად, გამოყენებული უნდა იქნეს ვენტილატორები და ჰაერის დეფლექტორები, თანმხლები ინსტრუქციის შესაბამისად.
6. დამუშავება უნდა ჩატარდეს ხეში მოთავსებული ტემპერატურის გასაზომი სენსორის ჩვენების მონიტორინგის საფუძველზე.
7. თუ მინიმალური ტემპერატურა ვერ იქნა შენარჩუნებული, ბიზნესოპერატორმა შხმ თავიდან უნდა დაამუშაოს, გაახანგრძლივოს დამუშავების დრო და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაზარდოს ტემპერატურა.
8. ბიზნესოპერატორმა შხმ-ის დამუშავებისას, ტემპერატურის ხშირი გაზომვით უნდა უზრუნველყოს დამუშავებისას დაშვებული შეცდომების გამოვლენა.
9. ყოველი დამუშავებისას, ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მინიმალური ტემპერატურის შენარჩუნება და აწარმოოს სათანადო ჩანაწერები.
10. ბიზნესოპერატორმა უნდა შეინახოს შხმ-ის თერმული დამუშავებისა და დაკალიბრებული გამზომი მოწყობილობების მონაცემები სამი წლის განმავლობაშ