1. სახელმწიფო კონტროლი ამ წესის მიზნებისათვის ხორციელდება ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების საშუალებით.

2. ინსპექტირების  საფუძველია:

ა) ბიზნესოპერატორის განცხადება  მარკირების უფლების  მინიჭების შესახებ;

ბ) სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა;

გ) რეკომენდაციის  შესრულების გადამოწმება;

დ) შხმ-ის ამ წესთან  შეუსაბამობის შესახებ  სააგენტოში შემოსული შეტყობინება.

3. დოკუმენტური შემოწმების საფუძველია  სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა.

4. სახელმწიფო კონტროლისას  ივსება  შხმ-ის შესაბამისობის შეფასების აქტი (დანართი  №2) ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბიზნესოპერატორს, მეორე რჩება სააგენტოს.

5. სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, ხოლო ამ წესთან შეუსაბამო შხმ-ის წარმოების შესახებ მიღებული შეტყობინებიდან − დაუყოვნებლი