1. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით სხვა მოთხოვნებთან ერთად განისაზღვრება:

ა) სახიფათო ნარჩენების წარმოქმნიდან საბოლოო განთავსებამდე მათი მიკვლევადობის მექანიზმები;

ბ) სახიფათო ნარჩენების შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნები;

გ) მოთხოვნები სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტისთვის;

დ) მოთხოვნები მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენებისადმი;

ე) მოთხოვნები ისეთი სახიფათო ნარჩენებისადმი, როგორებიცაა ნარჩენი ზეთი, აზბესტის ნარჩენი და სხვა.

თავი VIნაგავსაყრე