1. მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს:
ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება;
ბ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება.
2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში.
3. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი, გარდა მოსახლეობისა, უფლებამოსილია არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის მუნიციპალიტეტს.
4. მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის შემთხვევაში მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ სისტემით ისარგებლოს.
5. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
6. მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, შექმნან, დანერგონ და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა.
7. პირს, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და დამუშავებას, უნდა ჰქონდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გავლილი უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ამ კოდექსის VII თავის შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის
1
ივნისის
კანონი №898
- ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6921 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი Vსახიფათო ნარჩენების მართ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6921
- 01.06.2017 კანონი №898
წინა რედაქცია (12.01.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება 1. მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; ბ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება. 2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის შესაბაღმასრულებელი ორგანოსთვის ან მისახ მიერ უფლებამოსილი პირისთვის ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში. 3. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი, გარდა მოსახლეობის გარდა, უფლებამოსილია არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალურიტეტის აღმასრულებელი ორგახნოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის მუნიციპალიტეტს. 4. მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის შემთხვევაში მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ სისტემით ისარგებლოს. 5. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 6. მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, შექმნან, დანერგონ და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა. 7. პირს, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და დამუშავებას, უნდა ჰქონდეს შგარემოსდაბამცვისთი ნგადაწყვეტილება რთვა ან გავლილი უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ამ კოდექსის VII თავის თშესანბახმისად. თავი Vსახიფათო ნარჩენების მართვა