მუხლი 10. პროდუქტთან დაკავშირებით გადასახდელებისა და სუბსიდიების დადგენა და შეზღუდვების შემოღება
თავი II — ნარჩენების მართვის სფეროში კომპეტენციები და ზოგადი ვალდებულებები
1. ამ კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) დადგინდეს გადასახდელები ან სუბსიდიები გარკვეული პროდუქტის გამოყენებისთვის;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ აკრძალოს ან შეზღუდოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან/და ამ პროდუქტით ვაჭრობა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება უნდა იყოს მისაღები, აუცილებელი და ამ კოდექსის ამოცანისა და იმ მიზნების პროპორციული, რომელთა მისაღწევადაც ხორციელდება იგი. ასეთი შეზღუდვის შემოღება დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ.
საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1121 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.
თავი IIIნარჩენების მართვის დაგეგმ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.11.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.01.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. პროდუქტთან დაკავშირებით გადასახდელებისა და სუბსიდიების დადგენა და შეზღუდვების შემოღება 1. ამ კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) დადგინდეს გადასახდელები ან სუბსიდიები გარკვეული პროდუქტის გამოყენებისთვის; ბ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საიქართველოს მთავრობამ აკრძალოს ან შეიზღუდოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან/და ამ პროდუქტით ვაჭრობა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება უნდა იყოს მისაღები, აუცილებელი და ამ კოდექსის ამოცანისა და იმ მიზნების პროპორციული, რომელთა მისაღწევადაც ხორციელდება იგი. ასეთი შეზღუდვის შემოღება დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ. თავი IIIნარჩენების მართვის დაგეგმვა