1. საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკა და ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება ნარჩენების მართვის შემდეგ იერარქიას:

ა) პრევენცია;

ბ) ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება;

გ) რეციკლირება;

დ) სხვა სახის აღდგენა, მათ შორის, ენერგიის აღდგენა;

ე) განთავსება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნარჩენების მართვის იერარქიასთან მიმართებით კონკრეტული ვალდებულებების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული:

ა) ეკოლოგიური სარგებელი;

ბ) შესაბამისი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებით ტექნიკური განხორციელებადობა;

გ) ეკონომიკური მიზანშეწონილობ