მუხლი 26. ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის სავალდებულოობა იერარქიულად ქვემდგომი გეგმებისათვის და გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა
თავი IV — ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმა
1. ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი მუნიციპალიტეტების სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისათვის.
2. იერარქიულად ქვემდგომ გეგმებში ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნების დადგენასთან დაკავშირებით მოქმედებს ამ კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები. აღნიშნულ შემთხვევაში განსხვავებული მოთხოვნების შეთანხმების უფლებამოსილება აქვთ ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ორგანოებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.07.2018).
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის სავალდებულოობა იერარქიულად ქვემდგომი გეგმებისათვის და გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა 1. ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი მუნიციპალიტეტების სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისათვის. 2. იერარქიულად ქვემდგომ გეგმებში ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნების დადგენასთან დაკავშირებით მოქმედებს ამ კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები. აღნიშნულ შემთხვევაში განსხვავებული მოთხოვნების შეთანხმების უფლებამოსილება აქვთ ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ორგანოებს .
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-1158(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2025
…სახლის მშენებლობის შემთხვევისა; ზ) მშენებლობის ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები; თ) შენობა-ნაგებობის კლასი; ი) სამშენებლო/სანებართვო პირობები; კ) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა; ხოლო, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სამშენებლო/სანებართვო პირობები: ა) სამშენებლო…
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, მუხლი 26, №3213-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019104 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4276845/muxli-26/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია