საწარმოში სახიფათო ნარჩენების მიღებამდე საწარმოს ოპერატორს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებსა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ნარჩენების შესახებ უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:
ა) ნარჩენის წარმოქმნის შესახებ;
ბ) ნარჩენის ფიზიკური და შეძლებისდაგვარად, ქიმიური შემადგენლობის შესახებ და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ინსინერაციის ან თანაინსინერაციის პროცესისთვის ნარჩენების ვარგისიანობის დასადგენად;
გ) ნარჩენის სახიფათოობის მახასიათებლებისა (ნივთიერებები, რომლებთანაც მისი შერევა არ შეიძლება) და ნარჩენებთან მუშაობის დროს მისაღები უსაფრთხოების ზომების შესახებ.
საწარმოს ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურე