თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ოპერატორის მიერ 20 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. ოპერატორის მიერ 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 13.07.2020 კანონი №6751
- 24.06.2016 კანონი №5563
წინა რედაქცია (12.01.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა 1. ოპერატორის მიერ 20 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3001 000 ლარის ოდენობით. 2. ოპერატორის მიერ 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5501 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15003 000 ლარის ოდენობით.