1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014