საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 109. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა
სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000-დან 20 000 ლარამდე.“.
2. 111-ე და 1111 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტის დარღვევა
სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 20 000 ლარამდე.
მუხლი 1111 . საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნება რთვის გარეშე გამოყენება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 20 000 ლარამდე.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.
3 . კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1112 − 1115 მუხლები:
„მუხლი 1112 . სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 10 000 ლარამდე.
მუხლი 1113 . სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა
სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 20 000 ლარამდე.
მუხლი 1114 . სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა
სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 10 000 ლარამდე.
მუხლი 1115 . სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოს ტ ატობის) არმქონე ავიასპეციალისტის დაშვება
სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) არმქონე ავიასპეცი ა ლისტის დაშვება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.
4 . 132-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5 . 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 213. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ამ კოდექსის 109-ე და 111-ე− 1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევ ათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელ ებ ის დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“.
6 . 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 ნაწილი:
„471 . ამ კოდექსის 109-ე და 111-ე− 1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმ ებ ს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.“.
7 . 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 26 აპრილი.
№6094- Iს
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 109. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა
- მუხლი 111. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა
- მუხლი 213. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
- მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
- მუხლი 295. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების განმახორციელებელი ორგანოები
- მუხლი 1111. საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა
- მუხლი 1112. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
- მუხლი 1113. სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა
- მუხლი 1114. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა
- მუხლი 1115. სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) ან/და აღიარების არმქონე ავიასპეციალისტის დაშვება
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.04.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6094-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.016705.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6094-Iს, 26.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016705 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1651391/