საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1019-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.020417
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1052 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1052. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა

1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

2. 1795−1799 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1795. სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენა

1. სერტიფიცირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 179 6. სამომხმარებლო ბაზარზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების ან/და შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია

1. სამომხმარებლო ბაზარზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების ან/და შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 179 7. სამომხმარებლო ბაზარზე ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების გარეშე რეალიზაცია

1. სამომხმარებლო ბაზარზე ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების გარეშე რეალიზაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 179 8. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია

1. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − 

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 179 9. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია

1. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − 

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1798 და 1799 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1798 და 1799 მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2021 წ.

N1019-VIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (6 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.11.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 16.11.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1019-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.020417.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1019-VIმს-Xმპ, 16.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020417 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5281893/