საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4960-რს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016375
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110706018, 06/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილებ ის შეტანის შესახებ

  მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

1. 102-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 102. ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა, აგრეთვე ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკა-ლიკვიდაციის საკითხებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის  იურიდიული პირი ს – სურსათის ეროვნული სააგენტო სა  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა−

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1021−1024 მუხლები:

     „მუხლი 1021. საქმიანობა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად  რეგისტრაციის გარეშე

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე – 

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1022. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან/და დისტრიბუტორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობის დროს რეკომენდაციების შეუსრულებლობა

1. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ ი საწარმო ს ან/და დისტრიბუტორ ის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობის დროს უფლებამოსილი პირის რეკომენდაციების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა −

 გამოიწვევს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ ი საწარმო ს ან/და დისტრიბუტორ ის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახდელის ზომის გამოყენების შემდეგ უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილ ვადაში იმავე რეკომენდაციების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ ი საწარმო ს ან/და დისტრიბუტორ ის დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1023. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირებულ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობის არსებობა

სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმო დ ან/და დისტრიბუტორ ად რეგისტრირებულ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობ ის არსებობა −        

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებას კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე.  

    მუხლი 1024. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის უფლებამოსილების განხორციელებისას  ხელის შეშლა

 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა −

გამოიწვევს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან/და დისტრიბუტორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“.

3. 223-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 223. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო 

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 102-ე და 1021−1024 მუხლ ებ ით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელ ებ ის შეფარდების უფლება აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“.

4. 239-ე მუხლის 49-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„49. ამ კოდექსის 1054 და 1543 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი.“.

5. 242-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 102-ე და 1021−1024 მუხლ ებ ით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით,  107-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე და 130-ე მუხლებით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა)  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება დაჯარიმება და ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  შესახებ ოქმი არ შედგება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სამართალ დამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  შესახებ ოქმი, გარდა ამ კოდექსის 102-ე და 1021−1024 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა.“;

გ) 31 ნაწილის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი:  

„32.    ამ კოდექსის 102-ე და 1021−102მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევ ათა ჩადენის ას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამო უ წერ ს საჯარიმო ქვითარ ს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“;

დ) შენიშვნის:

დ.ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის 31, მე-4, 41 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს  ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მერი.“;

დ.ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების ა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

6. 314-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. ამ კოდექსის 1022, 102და 1024 მუხლები „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოებისათვის ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრ იდან.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4960-რს