საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1351 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1351 . საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა
საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. 239-ე მუხლის:
ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ კოდექსის 88-ე და 144 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“;
ბ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი:
„101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავი ანთ ი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნები დან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 29 ივნისი.
№6609-რს
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6609-რს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.016864.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6609-რს, 29.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016864 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1696186/