საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6147-Iს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016713
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:

1. 107 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა

1. სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონის საფეხურებსა და სახურავზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარი ს ოდენობით.

2. სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ბილეთის საფასურის გადახდის ავტომატური საშუალების, ლოკ ო მოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარი ს ოდენობით.

3. მატარებლის ვაგონის ფანჯრიდან და კარიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

4. რ ეგიონული მიმოსვლის მატარებლის ვაგონში (მათ შორის, ტამბურში),მაგისტრალური და საერთაშორისო მიმოსვლის სამგზავრო მატარებლ ებში ნებადაურთველ ადგილებში მოწევა −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.“.

2. 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რეგიონული მიმოსვლის მატარებლით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;

ბ) მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით;“.

3. 211-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 211. რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები

1. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის).

2. რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევ ის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.

3. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირს უფლება აქვ ს , ამ კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნი თ სა ჯარიმ ო ქვითარი გამოწერ ო ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მ ისთვის და დებულ ადმინისტრაციულ სახდელს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ასევე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“.

4. 242-ე მუხლ ი ს შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6147- Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6147-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.016713.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6147-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016713 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659511/