1. სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონის საფეხურებსა და სახურავზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
2. სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ბილეთის საფასურის გადახდის ავტომატური საშუალების, ლოკომოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
3. მატარებლის ვაგონის ფანჯრიდან და კარიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
4. (ამოღებულია – 17.05.2017, №861).
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6147 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017