საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№91-Iმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.102407
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი


 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირის მიერ მართვა, რომელსაც არ აქვს საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირისთვის სამართავად გადაცემა, რომელსაც არ აქვს საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, −

გამოიწვევს სპორტული დანიშნულების ავტომობილის მესაკუთრის/მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

2. 239-ე მუხლის:

ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ კოდექსის 88-ე და 144​​10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“;

ბ) 181 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18​​1. ამ კოდექსის 173​​​14 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;

გ) 68-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„68. ამ კოდექსის 172​​​6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავისი/თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს/ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

№91-Iმს-XIმპ