1. ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3–5 ნაწილები, აგრეთვე 239-ე მუხლის 43-ე ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ კოდექსის 1781 მუხლი და ამ მუხლთან დაკავშირებული 208-ე მუხლითა და 239-ე მუხლის 45-ე ნაწილით განსაზღვრული დებულებები ამოქმედდეს 2003 წლის 1 დეკემბრიდან.
3. ამ კოდექსის 425, 426, 427 მუხლები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კოდექსის 428 და 429 მუხლები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ კოდექსის 1555 მუხლი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 1556 მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
6. 922 მუხლის მოქმედება შეჩერებულ იქნეს კანონმდებლობაში თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე.
7. ამ კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ ბრძანების ამოქმედების დღიდან.
8. (ამოღებულია).
9. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156).
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2352 – სსმ I, №18, 24.06.2003წ., მუხ.116
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3136 – სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.234
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №316 – სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.108
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4413 – სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.77
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3535 – სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.305
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4960 – ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი,1984 წლის 15 დეკემბერი.
№1