საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4325-XIVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.102328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 16511 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16511. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა

1. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის რაოდენობისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.

2. 2298 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2298. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 165​11 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

3. 239-ე მუხლის 76-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„76. ამ კოდექსის 165​11 მუხლით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ელექტრონულად ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.     

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                  შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ. 

№4325-XIVმს-Xმპ

 


რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.06.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4325-XIVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.102328.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4325-XIVმს-Xმპ, 27.06.2024, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102328 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6225890/