საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“.
2. 16511 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
1. საპენსიო შენატანის/შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება, რომლის გათვალისწინებითაც დამსაქმებელი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს საპენსიო შენატანს/შენატანებს.
2. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება შესაბამისი ვალდებულების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით შეუსრულებლობის შემთხვევაში.“.
3. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
„8. ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი გამოსცემს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოცემის წესსა და პროცედურას ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი.“.
მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დამსაქმებელს დაეკისრება ამ კანონის ამოქმედებამდე პერიოდში წარმოშობილი შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობის მიუხედავად.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N834-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №834-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.102724.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №834-IIმს-XIმპ, 26.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102724 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6541643/