1. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია – მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს (სამართალდამრღვევს) იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია, შეიძლება დაედოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია − მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
21. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 574, 63-ე, 66-ე, 662–665 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 და 797−799 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 863 და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
[
2
1
. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 57
1
მუხლით, 57
3
მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 57
4
, 63-ე, 66-ე, 66
2
–66
5
და 79
1
–79
3
მუხლებით, 79
4
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 79
5
, 79
7
და 79
8
მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 86
3
და 165
12
−165
23
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
22. პირს ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში.
23. პირს ამ კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, როდესაც დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, მას ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სახდელის დამდები უფლებამოსილი ორგანოსთვის (თანამდებობის პირისთვის) ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
31. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სასამართლოში გასაჩივრებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დინება შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის შეფარდებისას.
5. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელების დადებისას გამოიყენება იმავე კანონით დადგენილი ვადები.
6. ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1350 – სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.122
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4069 – სსმI,№74,24.12.2010 წ.,მუხ.459
საქართველოს 2014
წლის 2
მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის
კანონი №2196
–
ვებგვერდი, 10.05.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2201 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 22 მარტის კანონი №2649 – ვებგვერდი, 05.04.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2991 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3145 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4385 – ვებგვერდი, 29.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №834 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №791 – ვებგვერდი, 04.07.2025