ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:

ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა, საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ მისი შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად;

ბ) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა;

გ) სამართალდარღვევის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენა;

დ) სამართალდარღვევაში არასრულწლოვანის ჩაბმა;

ე) სამართალდარღვევის არასრულწლოვანის მიმართ ან მისი თანდასწრებით ჩადენა;

ვ) სამართალდარღვევის პირთა ჯგუფის მიერ ჩადენა;

ზ) სამართალდარღვევის დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენა;

თ) სამართალდარღვევის სტიქიური უბედურების პირობებში, სხვა საგანგებო გარემოების დროს ჩადენა;

ი) სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა;

კ) სამართალდარღვევის დაზარალებულის სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენა;

ლ) სამართალდარღვევის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენა.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.

საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1382 – ვებგვერდი, 04.03.2026