ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2019 წლის 27 დეკემბერი ქ. ბაღდათი |
|
2. საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ემუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე, 66-ე, 67-ე და 68-ე და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
3. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე, 66-ე, 67-ე და 68-ე დანარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე,36- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი 1 – საჯარიმო ქვითარი-დმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი 2 – საჯარიმო ქვითრის ყუა.
5. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
6. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში: ოქმის შედგენის თარიღი;
ბ) მეორე პუნქტში :ოქმის შედგენის ადგილი;
გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
დ) მეოთხე პუნქტში: სამართალდამრღვევის მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი);
ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით;
ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის( ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები:
თ) მერვე პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა განმარტება:
ი) მეცხრე პუნქტში: მიმღები მოლარე: საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ოქმის შემდგენელი: თანხის ბანკის დაწესებულების მიმღები მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა.
7. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
8. საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
9. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს;
ბ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია.
გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავიბადე.
10. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
11. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდამრღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თან დასართავად ახსნა- განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
12. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.
13. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
14. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში.
2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისათვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.
3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.
4. საჯარიმო ქვითრის ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.
5. საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირისთვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში
6. ამ მუხლით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით.
7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი და შავი ბურთულიანი კალმით.
8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
10. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ)მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების თანამდებობის პირთან გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს მერიის ადმინისტრაციული სამსახური და ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს.
4. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყონებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს–აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
1) ოქმის შედგენის თარიღი: --------------------------- 2) შედგენის ადგილი: ----------------------
(რიცხვი, თვე, წელი) (მისამართი)
3) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4) სამართალდამრღვევის მონაცემები:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი)
5) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ----------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6) პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქ. კანონის
------------------------------------- მუხლის ---------------------------- ნაწილით, რაც ითვალისწინებს
ჯარიმას ---------------------------------------------------------------------------------- ლარის ოდენობით.
7) მოწმის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები: ----------------------------------------------------
8) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ----------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9) მიმღები მოლარე: -------------- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: -----------------------------
ოქმის შემდგენელი: --------------------------------------- მოწმე ან სხვა პირი: ---------------------------------
(ხელმოწერა) (სტატუსი, ხელმოწერა)
სამართალდამრღვევი: ----------------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)
ნაწილი II
საჯარიმო ქვითრის ყუა № - 000000
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.
1. -------------------------------------------------------
(გადამხდელის სახელი, გვარი)
2. --------------------------------------------------------
(გადამხდელის მისამართი)
3. ----------------------------------------------------------
(ჯარიმის ოდენობა)
4. საქ. კანონის ------------------------------ მუხლის ---- ნაწილი
5. ----------------------------------------------------------
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6. ----------------------------------------------------------
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე: ---------------------------------------
8. შემომტანი: -------------------------------------------
თარიღი: -----------------------------------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
სამართალდამრღვევს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და ამავე კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილების (საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის.: ბაღდათი, წერეთლის ქუჩა N9) გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ, ასევე საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ.
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი: რეგისტრაციის №
|
|
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ---------------20-------- წელი მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი, რაოდენობა, თარიღი, ჩამოწერის საფუძველი, შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს: საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი --------------------------------------------- (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) |
--------------ს/ფ გაცემის თარიღი -------------------------აღსრულების ფურცლის გამცემი სააღსრულებო ფურცელი გაიცა
მიმართ ----------------------------- დამრღვევის გვარი, სახელი პ/ნ ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი
----------------------------------- სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი
---------------------------------------------------------------------------------------------
(დარღვევის სახეობა (დეტალურად) და ობიექტის მისამართი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------- ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი-------------------------------
(სანქციის დასახელება აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები)--------------------------------------
კრედიტორი --------------------------------------- რეკვიზიტები---------------------------
კრედიტორის რეკვიზიტები მოვალე:
რეკვიზიტები:
მოვალეს რეკვიზიტები: (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი)
-------------- ხელმომწერი პირი: