ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2021 წლის 1 ოქტომბერი ქ. ჭიათურა |
|
ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
2. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან:
ა) ნაწილი 1 – საჯარიმო ქვითარი -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი 2 – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლიარად. პირველი ეგზემპლიარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
4. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი;
ბ) ოქმის შედგენის ადგილი;
გ) ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
დ) სამართალდამრღვევის მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი);
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით;
ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები;
თ) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
ი) თანხის მიმღები მოლარე, თანხის მიმღები მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა, ოქმის შემდგენელი.
5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
6. საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ბეჭედის ადგილს. ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს;
ბ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია;
გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე.
8. საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწრონ ამ პირებმაც.
9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდამრღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თან დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
10. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.
11. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზიზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გადაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
12. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში.
2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისათვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.
3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.
4. საჯარიმო ქვითრის ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.
5. საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღევევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში.
6. ამ მუხლით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.
7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი და შავი ბურთულიანი კალმით.
8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკვა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში ,,შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
10. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ნარჩენების მართვის კოდექსის კოდექსის 47-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების თანამდებობის პირთან გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს მერიის ადმინისტრაციული სამსახური და ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს.
4. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათი, კვირა) ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყონებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
| ||||
|
|
ჩამოწერის ფორმა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
აქტი № ჭიათურა ____________ 20 ___ წელი
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის სისწორეს:
საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა - ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი
--------------------------------------------------------------------------------------- (სახელი/გვარი/ხელმოწერა) |
--------------ს/ფ გაცემის თარიღი -------------------------------------------აღსრულების ფურცლის გამცემი,
სააღსრულებო ფურცელი გაიცა ------------------------------------------ დამრღვევის გვარი, სახელი პ/ნ ან
იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი--------------------------------------
სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი,
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
(დარღვევის სახეობა (დეტალურად) და ობიექტის მისამართი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
--------------------------------- კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი,
(სანქციის დასახელება აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები)--------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები :--------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები---------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
------------------------- ხელმომწერი პირი: