ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2022 წლის 11 აგვისტო ქ.მარნეული |
|
2. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
3. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი;
ბ) ოქმის შედგენის ადგილი;
გ) ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი,
დ) სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში: საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, მისამართი);
ე) სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და სახდელის მითითებით;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, მისამართი;
ი) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა.
4. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
5. საჯარიმო ქვითარს ავსებს უფლებამოსილი პირი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი, სამართალდამრღვევი და მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. თუ სამართალდამღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
7. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამარალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემდგენელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
8. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის სარეგისტრაციო ჟურნალში.
2. საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.
3. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.
4. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.
5. საჯარო მოსამსახურისათვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემა ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში, საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება სპეციალურ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.
7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.
8. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
9. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის ან/და სხვა საშვალების მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში ,,შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
10. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
11. ჟურნალში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
ა) შევსების დროს დაშვებული შედცომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ 275-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეს (შაბათს, კვირას) ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
აქტი № _______
ქ. მარნეული ____ _____________ 20 __ წელი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების ___________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ხელმოწერით ვადასტურებ, აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა - ანგარიშებზე პასუხისმგებელი პირი
______________________________ ______________________ ( სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
|
სააღსრულებო ფურცელი №___
____________________ ______________________
(ს/ფ გაცემის ადგილი) (ს/ფ გაცემის თარიღი)
_______________________________________________________________________________
(აღსრულების ფურცლის გამცემი)
სააღსრულებო ფურცელი გაიცა:
სუბიექტი:
____________________________________________________________________________________________
(დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი)
_______________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი)
________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
(დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი)
______________________________________________________________________________________
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
საჯარიმო ქვითარის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: ______
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
(სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა და სხვა დეტალები)
კრედიტორი:
რეკვიზიტები:
მოვალე:
რეკვიზიტები:
უფლებამოსილი პირი: