დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება:

1. მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა, მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად.

2. პირის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.

3. ხელქვეითების ჩაბმა სამართალდარღვევაში.

4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ.

5. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში.

6. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა არაფხიზელ მდგომარეობაშ