1. ხელფასის დაქვითვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ.

2. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება ვადით ათ თვემდე.

3. სამხედრო მოსამსახურეს, ამ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითება ხელფასის არა უმეტეს 30 პროცენტ