1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.
2. დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად დასაქვითი თანხის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
საქმე №ას-322-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2025
…მიზნებისათვის. 17.6. ამდენად, იდენტიფიცირებული დარღვევის შეფასების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ ჩადენილ გადაცდომას დამსაქმებლის მიმართ მძიმე შედეგი არ გამოუწვევია. ამასთან, ზიანი დადასტურებულადაც რომ ჩაითვალოს, შრომის კოდექსის 43.1 და 58-ე მუხლები შესაძლებლობას იძლევა, მისი ანაზღაურება მოხდეს ხელშეკრულების შეუწყვეტლადაც. თავად ქმედება და დადასტურების შემთხვევაშიც კი ზიანის მოცულობა, არ არის…
…როგორც სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება, რომელიც მოწესრიგებულია იმავე პრინციპების საფუძველზე, როგორც ეს ინდივიდუალური ხელშეკრულების შემთხვევაშია. სშკ-ის ახალი მოწესრიგება მესამე კარს უთმობს კოლექტიურ შრომით ურთიერთობას და 43-ე მუხლი, რომელიც კოლექტიური ხელშეკრულებისათვის მხოლოდ წერილობით ფორმას ადგენს, განსაზღვრული ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს მისი…
…ვადის გასვლამდე განათავსა. (30.06.2017. N1182) გვერდზე ხოლო საგადასახდო კოდექსის 309-ე მუხლის 62-ე ნაწილით ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა არის: (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან) ა) 2015…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 43, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-43/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია