1. ხელფასიდან დაქვითვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ.
2. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - ხელფასიდან დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან ხელფასიდან დაქვითვის მოქმედების პერიოდში ხელფასიდან დაქვითვის ხელახლა დაკისრების პირობის წარმოქმნის შემთხვევაში, ჯამდება თითოეული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ხელფასიდან დასაქვითი თანხა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ხელფასის 30 პროცენტს.
3. ხელფასიდან დაქვითვა ფორმდება შესაბამისი ბრძანებით და აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ერთი წელი შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემხვევაში, თუ ხელფასიდან დასაქვითი თანხა აღემატება 30 პროცენტს, მისი გადანაწილება განხორციელდება მომდევნო თვეებზ