1. ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება) გამოიყენება სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის ცალკეული დარღვევისათვის, ვადით 30 დღე-ღამემდე. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ერთი წელი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამხედრო სამსახურის ვადაში არ ეთვლება და შესაბამისად, ხელფასი არ მიეცემათ.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება) არ გავრცელდება საზღვარგარეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, მათ მიერ ამ წესდებით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში). ასეთ შემთხვევებში, ადმინისტრაციული პატიმრობის (ჰაუპტვახტში მოთავსება) ნაცვლად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრება ერთი თვის განმავლობაში ხელფასიდან 20%-ის დაქვითვ