მუხლი 21. გარნიზონის ჰაუპტვახტის უფროსი – ხელმძღვანელობს ჰაუპტვახტში წესრიგის დაცვას, ჰაუპტვახტის ქონების, მოწყობილობის შენახვას. ჰაუპტვახტის უფროსი ხელმძღვანელობს ჰაუპტვახტში პატიმრების მიღებას, შესაბამისი დოკუმენტების სწორად გაფორმებას, აღრიცხვას და პატიმრების ყოლის წესებს. მას ემორჩილება ჰაუპტვახტთან არსებული ყარაულის უფროსი🔗