1. უფროსი ოფიცერი (გარნიზონის, ბაზის უფროსი, ნაწილის მეთაური) ხელმძღვანელობს:
ა) გარნიზონში მტკიცე სამხედრო დისციპლინას;
ბ) საყარაულო სამსახურის ორგანიზებასა და შესრულებას;
გ) ადგილობრივი თავდაცვის ღონისძიებებს;
დ) ჯარების ყოველდღიური ცხოვრებისა და მომზადებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს;
ვ) გარნიზონში ჯარების მონაწილეობით ღონისძიებების გამართვას.
2. ამოცანის შესრულებისას მას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს გარნიზონის სამხედრო ნაწილების პირადი შემადგენლობა და სატრანსპორტო საშუალებები.
3. გარნიზონის უფროსი საჯარისო სამსახურის საკითხებში ემორჩილება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს და ამ საკითხებში გარნიზონის ყველა სამხედრო მოსამსახურის უფროსად ითვლება.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 12
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 12, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-12/