საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო-საექიმო საექსპერტო კომისია გარნიზონის ან ჰოპიტალების სამხედრო-საექიმო კომისიების ავადმყოფების მოწმობების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, იმ სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც არ ექვემდებარებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას და ვადამდე (სამსახურის გავლის პირველ 3 თვეში) დათხოვნილ იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეავსებს „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქის სამხედრო სამსახურში უსაფუძვლო გაწვევის მიზეზების შესწავლის ბარათის“ I დანაყოფს ორ ეგზემპლარად, რომელსაც აგზავნის იმ რაიონის სამხედრო კომისარიატში, საიდანაც იქნა გაწვეული სამხედრო მოსამსახურე.
რაიონის სამხედრო კომისარიატი ჯანმრთელობის დაცვის სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად შეისწავლის მოქალაქის სამხედრო სამსახურში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უსაფუძვლო გაწვევის მიზეზებს და ბარათის II დანაყოფის შევსების შემდეგ პირველ ეგზემპლარს უგზავნის ცენტრალურ გამწვევ კომისიას, ხოლო მეორეს –
სამხედრო ძალების ცსსსკ-ს. რაიონების, ქალაქების სამხედრო კომისარიატები აწარმოებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში უსაფუძვლო გაწვევის მიზეზების აღრიცხვას და ჯანმრთელობის დაცვის მმართველობის ორგანოებსა და სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად იღებენ ზომებს სამხედრო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა გამოკვლევისა და შემოწმების ხარისხის გასაუმჯობესებლად.