სამხედრო მოსამსახურეთა, სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ მოქალაქეთა შემოწმების დროს, თუ მათ დაუდგინდათ დიაგნოზი, სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისია განსაზღვრავს ამ პირების მიერ მიღებული დაავადების, დასახიჩრების (ჭრილობების, ტრავმების, კონტუზიების), მიზეზობრივ კავშირს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირები იმყოფებიან ძიებაში. სამხედრო სამსახურის გავლასთან დაავადების, დასახიჩრების (ჭრილობების, ტრავმების, კონტუზიების}
მიზეზობრივი კავშირი განესაზღვრება: სამხედრო სამსახურში, სამხედრო შეკრებებზე მყოფ და საქართველოს სამხედრო ძალებიდან დათხოვნილ მოქალაქეებს საკადრო ორგანოების, სამხედრო კომისრის და სამართალდამცავი ორგანოების მიმართვის საფუძველზე.