სამხედრო სასწავლებლის კურსანტების მიმართ სამხედრო-სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა, მხოლოდ სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიის შესახებ. დასკვნა მათი ვარგისიანობის შესახებ სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის არ გამოიტანება.
კურსანტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების დროს, რომლებიც ითვალისწინებენ სამხედრო სამსახურისათვის მათ დროებით უვარგისობას, სამხედრო-სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა სამსახურის მოვალეობათა შესრულებისაგან გათავისუფლების ან ავადმყოფობის გამო შვებულების საჭიროების შესახებ.