1. პილოტ-კურსანტს მიეცემა დამოუკიდებელი ფრენის უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
2. პილოტ-კურსანტის მოწმობის მისაღებად, პილოტ-კურსანტი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
ა) ასაკი – არანაკლებ 16 წელი;
ბ) ფლობდეს I ან II კლასის „სამედიცინო სერტიფიკატს“, იმისდა მიხედვით, თუ რომელი კლასის პილოტის მოწმობის მიღებას აპირებს;
გ) ჰქონდეს საკმაო თეორიული მომზადება, დადგენილი პროგრამის მიხედვით.
3. საფრენოსნო სდ-ის თეორიული მომზადების პროგრამა ამ წესების მე-17 ან მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (იმისდა მიხედვით, თუ კურსანტი რა კლასის პილოტის მოწმობის მიღების კანდიდატია) მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
4. მოწმობის ფორმა და შინაარსი:
ა) ქაღალდის 4 გვერდი, სააღრიცხვო ნომრის გარეშე;
ბ) შეიცავს ამ წესების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ I, II, IV, IX, X, XI პუნქტებს, ივსება ქართულად, მკაფიო გარკვეული ხელწერით, გადაშლისა და გადასწორების გარეშე, უშეცდომოდ.
5. კურსანტს მოწმობა მიეცემა დამოუკიდებელი ფრენის დაწყებამდე.
6. კურსანტი დამოუკიდებელ ფრენებზე დაიშვება ოფიციალურად დამტკიცებული უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ნებართვით და ზედამხედველობით.
7. პილოტ-კურსანტი დამოუკიდებლად და მეთაურად (ინსტრუქტორის გარეშე) საფრენად დაიშვება დღისით, ვიზუალურ მეტეოპირობებში:
ა) მარტივრელიეფიან რაიონში – ღქსს- 450 მ (1500 ფტ), ხილვადობა – 5 კმ (2,7 საზღ. მ), უსაფრთხო სიმაღლე – 150 მ (500 ფტ);
ბ) რთულრელიეფიან რაიონში – ღქსს- 600 მ (2000 ფტ), ხილვადობა- 10 კმ (5,4 საზღ. მ), უსაფრთხო სიმაღლე – 300 მ (1000 ფტ);
გ) აფრენა-დაფრენისას, ქარის გვერდითი მდგენელი ადზ-ზე 5 მ/წმ-ს (10 კვანძს) არ უნდა აღემატებოდეს.
8. პილოტ-კურსანტს ეკრძალება:
ა) საერთაშორისო აეროპორტში ინსტრუქტორის გარეშე ფრენა;
ბ) კომერციულ რეისში მონაწილეობა.
9. დამოუკიდებელ ფრენებზე დასაშვებად პილოტ-კურსანტის საფრენოსნო მომზადება, სულ ცოტა, ამ წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
10. პილოტ-კურსანტის მოწმობის მოქმედების ვადა „სამედიცინო სერტიფიკატის“ მოქმედების ვადას უნდა ემთხვეოდეს.
11. პილოტ-კურსანტის მოწმობას გასცემს საფრენოსნო სასწავლო დაწესებულებ