1. ყველა ჯგუფის პილოტი, აერნაოსანი, ბორტრადისტი, ბორტინჟინერი და სმ მეთვალყურე ვალდებულია იცოდეს (ესმოდეს და ლაპარაკობდეს) სარადიოტელეფონო კავშირისას გამოყენებული ენა.
2. ის პილოტი (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ), აერნაოსანი, ბორტრადისტი და სმ მეთვალყურე, რომელმაც სარადიოტელეფონო კავშირის ენის ცოდნა პროფესიულზე (მე-6) უფრო დაბალ დონეზე უჩვენა, ვალდებულია ატესტაცია (ენის შესასწავლი ოფიციალურად დადგენილი კურსები) გაიაროს დროის შემდეგ პერიოდებში:
ა) ის პირი, ვინც ენის ცოდნა სამუშაო (მე-4) დონეზე უჩვენა, ატესტაციას გადის 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) ის პირი, ვინც ენის ცოდნა აღმატებულ (მე-5) დონეზე უჩვენა, ატესტაციას გადის 6 წელიწადში ერთხელ.
3. ატესტაცია არ ესაჭიროება იმ პირს, რომელმაც ენის ცოდნის პროფესიული (მე-6) დონე უჩვენა, ე.ი. პირს, რომლისთვისაც ეს ენა მშობლიურია, აგრეთვე, მის კარგად მცოდნე უცხოელს, რომელიც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში კარგად გასაგები დიალექტით ან აქცენტით ლაპარაკობს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოთვლილი ავიასპეციალისტები სარადიოტელეფონო კავშირის ენას უნდა ფლობდნენ, სულ ცოტა, მე-4 დონეზე.
5. ენ(ებ)ის ცოდნის დონეების საინსტრუქციო მასალას შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის №1 დანართის დამატება A.
მოწმობის გაცემისას ავიასპეციალისტებისადმი წაყენებული მოთხოვნე