1. „კოშკურა“ (TWR) იმ მეთვალყურეს ენიჭება, რომელსაც აქვს ოსტატობის აღნიშვნა ADI და სახმელეთო (GMC) და ჰაერში მოძრაობის (AIR) კონტროლის უზრუნველყოფა შეუძლია.
2. „სახმელეთო მოძრაობის (მიმოსვლის) კონტროლი“ (GMC) ნიშნავს, რომ ADI-ს მფლობელი მხოლოდ მიმოსვლის მეთვალყურეობაზე დაიშვება.
3. „სახმელეთო მოძრაობის (მიმოსვლის) კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (GMS) იმ მეთვალყურეს ენიჭება, რომელსაც აქვს დოა TWR ან GMC და, სამეთვალყურეო მომსახურებისას შეუძლია გამოიყენოს მიმოსვლის სამართი და სამეთვალყურეო სისტემები, მიმოსვლის სამეთვალყურეო რადიოლოკატორის (SMR) ჩათვლით.
4. „საჰაერო მოძრაობის კონტროლი“ (AIR) ნიშნავს, რომ ADI-ს მფლობელი მხოლოდ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეობაზე დაიშვება.
5. „სააეროდრომო სარადიოლოკაციო კონტროლი“ (RAD) იმ მეთვალყურეს ენიჭება, რომელსაც აქვს დოა TWR ან AIR ან სმმ-ის რაიონისა, და რომელსაც შეუძლია სააეროდრომო ან რაიონის სამეთვალყურეო მომსახურება უზრუნველყოს, მიმოხილვითი რადიოლოკატორის მეშვეობით.
6. „ლოკატორი“ (RAD) ნიშნავს, რომ მეთვალყურეს შეუძლია მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) პირველადი ან მეორადი რადიოლოკატორის მეშვეობით. ამ დოა-სთან დაკავშირებულია ორი დოა: „დასაფრენი რადიოლოკატორი“ (PAR) და „მისადგომის მიმოხილვითი რადიოლოკატორი“ (SRA). ერთ-ერთი ამ დოა-ს მისაღებად მეთვალყურეს უნდა ჰქონდეს დოა RAD.
7. „დასაფრენი რადიოლოკატორი“ (PAR) იმ მეთვალყურეს ენიჭება, რომელსაც შეუძლია დასაფრენად შესვლის ბოლო საფეხურზე მყოფი სხ-ის სამეთვალყურეო მომსახურება უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) დასაფრენად ზუსტი შესვლის რადიოლოკატორის მეშვეობით.
8. „მისადგომის მიმოხილვითი რადიოლოკატორი“ (SRA) იმ მეთვალყურეს ენიჭება, რომელსაც შეუძლია დასაფრენად შესვლის ბოლო საფეხურზე მყოფი სხ-ის დასაფრენად არაზუსტი შესვლის სამეთვალყურეო მომსახურება უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) მიმოხილვის აღჭურვილობის მეშვეობით.
9. „ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება“ (ADS) იმ მეთვალყურეს ენიჭება, რომელსაც შეუძლია მომფრენი, გამფრენი და სატრანზიტო სხ-ების ან სმმ-ის რაიონის სამეთვალყურეო მომსახურება უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) ADS აღჭურვილობის მეშვეობით.
10. „აეროდრომის რაიონის კონტროლი“ (TCL) იმ მეთვალყურეს ენიჭება, რომელსაც აქვს ოსტატობის აღნიშვნა ACS და შეუძლია უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) მომფრენი და გამფრენი სხ-ების სამეთვალყურეო მომსახურება კონკრეტულ სამეთვალყურეო რაიონში ან მის მიმდებარე სექტორებში, თუ კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოები ჩათვლიან, რომ საჰაერო მოძრაობის სირთულისა და დაძაბულობის გამო, აეროდრომის რაიონში საჭიროა შუალედური სამეთვალყურეო ორგანოს ჩამოყალიბება. TCL-ის მიღებამდე, მეთვალყურეს უნდა ჰქონდეს დოა RAD ან ADS.
11. განსაკუთრებული აღნიშვნა ენიჭება სმ მეთვალყურის მოწმობის იმ მფლობელს, რომლის ოსტატობა და გამოცდილება საშუალებას აძლევს, ფლობდეს „სამუშაო პროცესის სწავლების ინსტრუქტორის“ ოსტატობის აღნიშვნა