1. ოსტატობის თითოეული სასწავლო კურსისათვის უნდა განისაზღვროს სწავლების მიზნები და  მისი ამოცანები.

2. ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:

ა) საჰაერო მოძრაობის იმგვარად მართვა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და დაჩქარებული მომსახურება;

ბ) გაუმკლავდეს კომპლექსურ და ინტენსიურ საჰაერო ვითარებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა,  „სააეროდრომო ვიზუალური კონტროლისა“  (ADV) და  „სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლის“ (ADI) ოსტატობების მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:

ა) აეროდრომის პასუხისმგებლობის არეში უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება და გაუმკლავდეს სამუშაო დატვირთვას;

ბ) გამოიყენოს აეროდრომის მართვის მექანიზმები და სამუშაო პროცედურები აეროდრომის მოძრაობასთან მიმართებაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა,  „მისადგომის პროცედურული კონტროლი“ ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შესძლოს:

ა) სამუშაო დატვირთვასთან გამკლავება და საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფა მისადგომის კონტროლის განსაზღვრულ არეში; და

ბ) მისადგომის პროცედურული კონტროლის, დაგეგმვის მეთოდიკისა და სამუშაო პროცედურების გამოყენება საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის, მოცდის რეჟიმისა და ტრანზიტული ფრენების უზრუნველსაყოფად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა,  „მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:

ა)სამუშაო დატვირთვასთან გამკლავება და საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფა მისადგომის კონტროლის განსაზღვრულ არეში; და

ბ) დაკვირვების რეჟიმით მისადგომის კონტროლის, დაგეგმვის მეთოდიკის და სამუშაო პროცედურების გამოყენება საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის, მოცდის რეჟიმისა და ტრანზიტული ფრენების უზრუნველსაყოფად.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა,  „სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლის“ ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია კანდიდატმა შეძლოს:

ა)სამუშაო დატვირთვასთან გამკლავება და საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფა განსაზღვრულ სამეთვალყურეო არეში; და

ბ) სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლის, დაგეგმვის მეთოდიკის და სამუშაო პროცედურების გამოყენება სამეთვალყურეო არეში საჰაერო მოძრაობის  უზრუნველსაყოფად.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა,  „სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლების მიზანია, კანდიდატმა შეძლოს:

ა) სამუშაო დატვირთვასთან გამკლავება და საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფა განსაზღვრულ სამეთვალყურეო არეში; და

ბ) დაკვირვების რეჟიმით სამეთვალყურეო რაიონის კონტროლის, დაგეგმვის მეთოდიკისა და სამუშაო პროცედურების გამოყენება  სამეთვალყურეო არეში საჰაერო მოძრაობის  უზრუნველსაყოფა