1. სმ მეთვალყურის მოწმობა ქვემოთ ჩამოთვლილი ოსტატობის აღნიშვნებიდან ერთ-ერთს მაინც უნდა შეიცავდეს:

ა) „სააეროდრომო ვიზუალური კონტროლი“ (ADV – Aerodrome Control Vizual);

ბ) „სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლი“ (ADI – Aerodrome Control Instrument);

გ) „მისადგომის პროცედურული კონტროლი“ (APP – Approach Control Procedural);

დ) „მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (APS – Approach Control Surveillance);

ე) „სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლი“ (ACP – Area Control Procedural);

ვ) „სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ (ACS – Area Control Surveillance).

2. ჩამოთვლილ ოსტატობის აღნიშვნებთან ერთად, მოწმობა უნდა შეიცავდეს დამატებით ოსტატობის აღნიშვნას, რითაც მითითებული იქნება მომსახურების ის სახეობა, რის განხორციელების უფლებაც მოწმობის მფლობელს აქვს, იმ ტიპის აღჭურვილობისა და დაკვირვების სისტემის ჩათვლით, რაც სმმ-ის დროს გამოიყენება. დოა-თი, აგრეთვე, უნდა მიეთითოს სმმ-ის ის ორგანო, საჰაერო სივრცე ან მისი ნაწილი, სადაც მოწმობის მფლობელს სმმ-ის უფლება აქვს მინიჭებული.

3. სმ მეთვალყურის ოსტატობის აღნიშვნის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

ა) „სააეროდრომო ვიზუალური კონტროლი“ ენიჭება იმ მეთვალყურეს, რომელსაც უნარი აქვს უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება იმ აეროდრომზე, სადაც:

ა.ა) გამოქვეყნებული არ არის გაფრენა-მოფრენის სახელსაწყო პროცედურები;

ა.ბ) არ არის მისადგომის სამეთვალყურეო აღჭურვილობა;

ა.გ) მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება დისტანციურად (სხვა აეროდრომიდან ან რაიონული ცენტრიდან) არ ხორციელდება;

ბ) „სააეროდრომო სახელსაწყო კონტროლი“ ენიჭება იმ მეთვალყურეს, რომელსაც უნარი აქვს უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება იმ აეროდრომზე, სადაც:

ბ.ა) გამოქვეყნებულია გაფრენა-მოფრენის სახელსაწყო პროცედურები;

ბ.ბ) არის მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი;

ბ.გ) სამეთვალყურეო მომსახურება რაიონის სამეთვალყურეო ცენტრიდან ხორციელდება.

ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოსტატობის აღნიშვნას უნდა ახლდეს ამ წესების მე-14 მუხლის 1-5 პუნქტებით განსაზღვრული დამატებითი ოსტატობის აღნიშვნებიდან ერთი მაინც.

გ) „მისადგომის პროცედურული კონტროლი“ ენიჭება იმ მეთვალყურეს, რომელსაც უნარი აქვს უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) სამეთვალყურეო მომსახურება მომფრენი, გამფრენი ან სატრანზიტო ხომალდებისა იმ საჰაერო სივრცეში (ან მის ნაწილში), რომელიც არის მისადგომის სამეთვალყურეო ორგანოს იურისდიქციის ქვეშ, მიმოხილვის აღჭურვილობის გამოუყენებლად;

დ) „მისადგომის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ ენიჭება იმ მეთვალყურეს, რომელსაც უნარი აქვს უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) სამეთვალყურეო მომსახურება მომფრენი, გამფრენი ან სატრანზიტო ხომალდებისა იმ საჰაერო სივრცეში (ან მის ნაწილში), რომელიც უზრუნველყოფილია მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებით, მიმოხილვის აღჭურვილობის გამოყენებით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოსტატობის აღნიშვნას უნდა ახლდეს ამ წესების მე-14 მუხლის მე-6 ან მე-9 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ოსტატობის აღნიშვნა;

ე) „სამეთვალყურეო რაიონის პროცედურული კონტროლი“ ენიჭება იმ მეთვალყურეს, რომელსაც უნარი აქვს უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) სამეთვალყურეო მომსახურება იმ რაიონისა (ან მისი ნაწილისა), რომლისთვისაც ის არის მომზადებული, მიმოხილვის აღჭურვილობის გამოუყენებლად;

ვ) „სამეთვალყურეო რაიონის კონტროლი დაკვირვების რეჟიმით“ ენიჭება იმ მეთვალყურეს, რომელსაც უნარი აქვს უზრუნველყოს (ან უზრუნველყოფა გააკონტროლოს) სამეთვალყურეო მომსახურება იმ რაიონისა (ან მისი ნაწილისა), რომლისთვისაც ის არის მომზადებული, მიმოხილვის აღჭურვილობის გამოყენებით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოსტატობის აღნიშვნას უნდა ახლდეს ამ წესების მე-14 მუხლის მე-6 ან მე-9 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ოსტატობის აღნიშვნა.

4. ოსტატობის აღნიშვნით მითითებული უნდა იყოს მეთვალყურის სამუშაო ადგილი