1. მოწმობა ეძლევა შემდეგ ავიასპეციალისტებს:
ა) მოყვარულ პილოტს (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ);
ბ) კომერციულ პილოტს (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ);
გ) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტს (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ);
დ) პლანერის პილოტს;
ე) თავისუფალი აეროსტატის პილოტს;
ვ) აერნაოსანს;
ზ) ბორტინჟინერს;
თ) ბორტრადისტს;
ი) ბორტგამყოლს;
კ) სატვირთო საჰაერო ხომალდის ბორტოპერატორს;
ლ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს;
მ) ავიადისპეტჩერს;
ნ) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს (ინჟინერი, ტექნიკოსი, მექანიკოსი).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ავიასპეციალისტებისათვის, გარდა საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტებისა, მოწმობის ფორმა განსაზღვრულია დანართით №9.
3. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტებისათვის მოწმობის ფორმა განსაზღვრულია დანართით №16.
4. ავიასპეციალისტის მოწმობა მოიცავს შემდეგ პუნქტებს (მონაცემებს):
ა) I. მოწმობის გამცემი სახელმწიფოს დასახელება;
ბ) II. მოწმობის დასახელება;
გ) III. ინდივიდუალური ნომერი (შედგება: სახელმწიფო კოდი/მოწმობის სახეობა/არაბული ციფრები. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის ნომერი მოიცავს –ოთხ არაბულ ციფრს, ყველა დანარჩენი ავიასპეციალისტის მოწმობა – ხუთ არაბულ ციფრს);
დ) IV. მფლობელის სახელი და გვარი;
ე) IVა. მფლობელის დაბადების თარიღი;
ვ) V. მფლობელის ძირითადი საცხოვრებლის მისამართი;
ზ) VI. მფლობელის მოქალაქეობა;
თ) VII. მფლობელის ხელმოწერა;
ი) VIII. მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
კ) IX. მოწმობის მოქმედების ვადის აღნიშვნა;
ლ) X. მოწმობის გამცემი თანამდებობის პირის ხელმოწერა და გაცემის თარიღი;
მ) XI. მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი;
ნ) XII. ოსტატობის აღნიშვნები (დანართი №12-ის შესაბამისად);
ო)XIII.განსაკუთრებული აღნიშვნები, რომელიც ითვალისწინებს სარადიოტელეფონო კავშირის ენის ცოდნის დონეს, სხვადასხვა შეზღუდვებს და/ან უფლებებს როგორიცაა: საერთაშორისო ფრენებზე დაშვება, ამინდის მინიმუმი და სხვა. სარადიოტელეფონო კავშირის ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული ცნობები აღინიშნება პილოტების, აერნაოსნის, ბორტრადისტის და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობაში.
პ) XIV. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოწმობის გამცემი სახელმწიფოს შეხედულებისამებრ.
5. ავიასპეციალისტის მოწმობა ივსება ელექტრონულად, სპეციალურ პროგრამაში ქართულ-ინგლისურ ენებზე და ამოიბეჭდება პრინტერზე.
6. ავიასპეციალისტის მოწმობას, გარდა საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობისა, აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები:
ა) ბამბის 100%-იანი ქაღალდი;
ბ) ქაღალდის ხილული და უხილავი პოლიკარბონატის ჩანართები, რომლებიც ულტრაიისფერი დასხივებისას გამოსცემენ ლუმინესცენც
იას;
გ) ექსკლუზიური ქარხნული წყლის ნიშანი (საქართველოს დროშა);
დ) პენეტრირებული წყლის ნიშანი (სააგენტოს ლოგო)
ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.07.2025
მუხლი 7. მოწმობის სტრუქტურა და შევსების წესი
თავი II — ავიასპეციალისტის მოწმობა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 100%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინებისა და ცნებების განმარტებები
- მუხლი 2. წესებში გამოყენებული შემოკლებები
- მუხლი 3. ზოგადი დებულებები
- მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო
- მუხლი 5. თეორიული გამოცდები
- მუხლი 6. საფრენოსნო დროის აღრიცხვა
- მუხლი 8. ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის (გამოცვლის) წესი
- მუხლი 9. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადა და მისი გაგრძელების წესები
- მუხლი 10. ავიასპეციალისტის სამუშაოდ დაშვება
- მუხლი 11. სახელსაწყო ფრენის (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ) უფლების მიმნიჭებელი ოსტატობის აღნიშვნა
- მუხლი 12. პილოტ-ინსტრუქტორისა და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ) ოსტატობის აღნიშვნები
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №150, 30.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1733571/muxli-7-2/