ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში (შემდგომში – წესები) გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აეროდრომი (ვერტოდრომი, ჰიდროაეროდრომი) – ასაფრენად, დასაფრენად, სამიმოსვლოდ, სადგომად და საჰაერო ხომალდების მომსახურებისათვის განკუთვნილი მიწის ან წყლის ზედაპირის (შენობების, ნაგებობებისა და აღჭურვილობის ჩათვლით) განსაზღვრული ნაკვეთი;
ბ) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი – ნებისმიერ თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის ან მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, „ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის“ მფლობელი პილოტი;
გ) ავიასპეციალისტი – ამ წესების საფუძველზე გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;
დ) ავიასპეციალისტის მოწმობა – ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №1 დანართის საფუძველზე შემუშავებული საბუთი, რომლითაც მის მფლობელს სხ-ების ექსპლუატაციის, მომსახურებისა და/ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლება ენიჭება;
ე) ამწევი ძალის სამატი სისტემით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი – ჰაერზე უფრო მძიმე საჰაერო ხომალდი, რომელსაც ვერტიკალური აფრენა-დაფრენა და მცირე სიჩქარით ფრენა შეუძლია, რაც ძირითადად ძრავით აღჭურვილი ფრთის მექანიზაციით ან იმ ძრავა
ს წევით მიიღწევა, რომელიც ამ რეჟიმებზე ამწევი ძალის წარმოსაქმნელად გამოიყენება, აგრეთვე – უმოძრაო აეროდინამიკური სიბრტყეებით, რომლებიც ჰორიზონტალური ფრენისას, ამწევ ძალას წარმოქმნის;
ვ) დამოუკიდებელი ნაფრენი – ფრენის დრო, როცა საჰაერო ხომალდზე მხოლოდ პილოტ-კურსანტი იმყოფება;
ზ) დირიჟაბლი – ძალური დანადგარის მეშვეობით მოძრავი,ჰაერზე უფრო მსუბუქი საფრენი აპარატი;
თ) ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა – განსაკუთრებული მომზადების მქონე, სხ-ის კონკრეტული ტიპის და/ან მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატაციის უფლების მიმნიჭებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები;
ი) ერთი პილოტით ფრენისათვის სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდი – სხ-ის ტიპი, რომლის საფრენოსნო ექსპლუატაცია, მისი სერტიფიცირებისას რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შეიძლება უსაფრთხოდ განხორციელდეს ერთი პილოტით;
კ) ვიზუალური ფრენა ღამე – ღამით ისეთ პირობებში შესრულებული ფრენა, როცა ეკიპაჟი სხ-ის სივრცობრივ მდგომარეობასა და ადგილმდებარეობას განსაზღვრავს ვიზუალურად, ბუნებრივი ჰორიზონტისა და სახმელეთო მანათობელი ორიენტირების მიხედვით, ერთდროულად – ხელსაწყოების მეშვეობით კონტროლი;
ლ) ვიზუალური ფრენის წესები – წესები, რომელიც ითვალისწინებს ეკიპაჟის მიერ ჰაერში და დედამიწის ზედაპირზე საჰაერო ვითარების ვიზუალური დაკვირვებისა და ფრენის რეჟიმის ხანმოკლე შეცვლით, სხ-ებსა და სხვა ობიექტებს შორის დადგენილი შუალედების შენარჩუნებას;
მ) თავისუფალი აეროსტატი – ძალური დანადგარის გარეშე მოძრავი, ჰაერზე უფრო მსუბუქი საჰაერო ხომალდი;
ნ) თვითმფრინავი – ძალური დანადგარის მეშვეობით მოძრავი ჰაერზე უფრო მძიმე სხ, რომლის ამწევი ძალა უძრავ ფრთებზე აეროდინამიკური რეაქციის წყალობით იქმნება;
ო) თვითმფრინავის დასაფრენად შესვლა (დასაფრენი მანევრი) – ფრენის საფეხური, საფრენი მოხაზულობის დასაფრენად შესვლის მოხაზულობაში გადასვლის საწყისი სიმაღლიდან იქამდე, რაც სეს-ით განისაზღვრება, როგორც გასწორების დაწყების სიმაღლე;
პ) ინსტრუქტორთან ერთად ნაფრენი – ფრენის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირი, სათანადო უფლებამოსილების მქონე ინსტრუქტორთან ერთად, საფრენოსნო მომზადებას გადის;
ჟ) ინსტრუქტორი – საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვებული, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;
რ) კვალიფიკაცია – დავალების სათანადო დონეზე შესასრულებლად საჭირო ცოდნისა და უნარის შეხამება;
ს) კომერციული პილოტი – ერთი პილოტით საფრენად სერტიფიცირებულ სხ-ზე მეთაურისა და ნებისმიერ სხვა სხ-ზე მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე პილოტი;
ტ) კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა) – ფასით ან დაქირავებით, მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადასაზიდად განხორციელებული ფრენა;
უ) კომპეტენტურობა – იმ ცოდნის, უნარისა და ურთიერთობის ერთობლიობა, რაც დადგენილი სტანდარტის შესასრულებლად არის საჭირო.
ფ) მარშრუტზე ფრენა – დაგეგმილი მარშრუტით, გაფრენის პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე ფრენა;
ქ) მარშრუტის სექტორი – ფრენის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს აფრენას, სიმაღლის აღებას, არანაკლებ 15 წთ-ით ჰორიზონტალურ ფრენას, აეროდრომთან მიდგომის, დაშვების და დაფრენის ეტაპებს (ფაზებს);
ღ) მგზავრი – სხ-ის ფრენისას, მასზე მყოფი ნებისმიერი პირი, გარდა სხ-ის ექსპლუატანტის მიერ „საფრენოსნო დავალებაში“ ჩაწერილი პირებისა;
ყ) მეთაურის რანგში ნაფრენი – სხ-ის მეთაურის მოვალეობების შემსრულებელი პილოტ-კურსანტის, სხ-ის მეთაურის, მეთაურ-შეგირდისა და პილოტ-ინსტრუქტორის ნაფრენი (საათები);
შ) მეორე პილოტი – სხ-ზე მეორე პილოტის მოვალეობების შემსრულებელი პირი;
ჩ) მისადგომის არე – აეროდრომის (აეროკვანძის) ფარგლებში (რაიონში) არსებული საჰაერო სივრცე, აფრენა-დაფრენის არეებისა და ადგილობრივი ხაზების საჰაერო სივრცის გამოკლებით;
ც) მოყვარული პილოტი – „მოყვარული პილოტის მოწმობის“ მფლობელი პირი, რომელსაც აქვს თვითმფრინავისა და/ან შვეულმფრენის მეთაურის ან მეორე პილოტის რანგში ფრენის უფლება, მაგრამ არა აქვს შემოსავლის მიღების მიზნით ფრენის უფლება;
ძ) მოწმობის აღიარება – ქმედება, რის შედეგადაც სახელმწიფო, მოწმობის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს სახით, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას საკუთარის თანაბარღირებულად აღიარებს;
წ) მუქარა – ის მოვლენები ან შეცდომები, რომლებიც საფრენოსნო ეკიპაჟის კომპეტენციის სფეროს გარეთ ხდება, უფრო მეტად ართულებს ექსპლუატაციას და რომლების მართვაც აუცილებელია უსაფრთხოების დასაშვები დონის შესანარჩუნებლად;
ჭ) ოსტატობის აღნიშვნა – ავიასპეციალისტის მოწმობაში გაკეთებული ჩანაწერი, რითაც განსაზღვრულია ამ მოწმობით მინიჭებული უფლებები, განსაკუთრებული პირობები და შეზღუდვები;
ხ) პილოტირება (მართვა) – ფრენისას, სხ-ის სამართი ორგანოებით მანიპულირება;
ჯ) პილოტ-კურსანტი – პირი, რომელიც პირველადი საფრენოსნო მომზადების გასავლელად სწავლობს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებაში;
ჰ) პლანერი – ძალური დანადგარის გარეშე მოძრავი ჰაერზე უფრო მძიმე სხ, რომლის ამწევი ძალა უძრავ ფრთებზე აეროდინამიკური რეაქციის წყალობით იქმნება;
ჰ1
) პლანერის საფრენოსნო დრო – პლანერის ჰაერში ყოფნის საერთო დრო (ბუქსირზე ან უი
მისოდ), რომელიც იზომება მოძრაობის დაწყებიდან – აფრენისას, მის შეჩერებამდე – დაფრენისას;
ჰ2
) პროფესიული მომზადება – ავიასპეციალისტის მიერ იმ ცოდნისა და უნარის შეძენის, შენარჩუნებისა და სრულყოფის პროცესი, რომელიც მასზე კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განსახორციელებლად არის საჭირო;
ჰ3
) რთულრელიეფიანი რაიონი – ზღვის საშუალო დონიდან 3300 ფტ-ისა (1000 მ) და უფრო მეტი შემაღლების რელიეფიანი რაიონი; სხ რთულრელიეფიან რაიონში ითვლება, თუ მისი ფრენის ტრაექტორიის ვერტიკალური გეგმილი აღნიშნულ შემაღლებას კვეთს;
ჰ4
) სააერნაოსნო ინფორმაცია – აეროდრომის მახასიათებლებთან და ფიზიკურ მდგომარეობასთან, აეროდრომის რაიონში მანევრირების წესებთან, საჰაერო ტრასებთან და მის რადიოელექტროტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებული შეტყობინება;
ჰ5
) სააერნაოსნო ინფორმაციის კრებული – სახელმწიფოს სახელით გამოშვებული ან დამტკიცებული გამოცემა, რომელიც ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში ფრენის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან გრძელვადიან სააერნაოსნო ინფორმაციას შეიცავს;
ჰ6
) სააეროდრომო ფრენის წრე (აფრენა-დაფრენის არეებში ფრენის სქემა) – აეროდრომის რაიონში დადგენილი მარშრუტი, რომელზეც (ან რომლის ნაწილზეც) სრულდება სიმაღლის აღება – აფრენისას, დაშვება – დასაფრენად შესვლისას, დაფრენის მოლოდინი (მოცდა) და აეროდრომის თავზე ფრენა;
ჰ7
) საავიაციო შემადგენლობა – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით განსახორციელებელი მიზნებისაკენ არის მიმართული;
ჰ8
) საავიაციო ხელისუფლება – პირი ან დაწესებულება, რომელსაც სახელმწიფომ სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რეგულირების უფლებამოსილება მიანიჭა;
ჰ9
) საერთო დანიშნულების ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებსა და საავიაციო სამუშაოებს არ ასრულებს;
ჰ10
) სამედიცინო სერტიფიკატი – ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან ავიასპეციალისტის შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთი;
ჰ11
) საპილოტაჟო საწაფი – შემდეგი სამი სახეობის მოწყობილობიდან ნებისმიერი, რისი მეშვეობითაც ფრენის პირობების მიბაძვა ხდება ხმელეთზე:
ჰ11
ა) ფრენის პირობების მისაბაძი;
ჰ11
ბ) მართვის ტექნიკის შესამუშავებელი;
ჰ11
გ) სახელსაწყო ფრენისათვის მოსამზადებელი;
ჰ12
) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი – ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრი, რომელსაც სასამსახურო-საფრენოსნო დროის განმავლობაში, სხ-ის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია;
ჰ13
) საფრენოსნო ოსტატობა – ფრენის მიზნის მისაღწევად საჭირო სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ღრმა თეორიული ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილებისა და მითითებების გამოყენებით;
ჰ14
) საფრენოსნო სამუშაო – საფრენოსნო დავალების შესასრულებლად, ეკიპაჟის მიერ ჩატარებული სამუშაო;
ჰ15
) საფრენოსნო შემოწმება – საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის ცოდნის დონისა და პრაქტიკული მუშაობის უნარის განმსაზღვრელი პროცესი;
ჰ16
) საფრენოსნო წვრთნა – საფრენოსნო სამუშაოს ჩვევების შესაძენად ან აღსადგენად ჩატარებული საფრენოსნო შემადგენლობის სწავლების პროცესი;
ჰ17
) სახელსაწყო-სახმელეთო წვრთნის დრო – დრო, რომლის განმავლობაშიც პილოტი, მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ საწაფზე, იმიტირებულ სახელსაწყო ფრენას ამუშავებს;
ჰ18
) სახელსაწყო ფრენა – ისეთ პირობებში შესრულებული ფრენა, როცა ეკიპაჟი სხ-ის სივრცობრივ მდგომარეობასა და ადგილმდებარეობას, სრულად ან ნაწილობრივ, საპილოტაჟო და სანაოსნო ხელსაწყოების მეშვეობით განსაზღვრავს;
ჰ19
) სახელსაწყო ფრენის დრო (სახელსაწყო ნაფრენი) – დრო, რომლის განმავლობაშიც პილოტი სხ-ის მართავს ხელსაწყოების მეშვეობით, ბუნებრივი ორიენტირების გამოუყენებლად;
ჰ20
) სახელსაწყო ფრენის წესები – ის წესები, რითაც საპილოტაჟო-სანაოსნო ხელსაწყოების მეშვეობით ფრენა, საჰაერო მოძრაობის სამსახურების მხრიდან მეთვალყურეობა და სხ-ებს შორის ეშელონირების დადგენილი შუალედების უზრუნველყოფა გაითვალისწინება;
ჰ21
) სახომალდე ელექტრონული აღჭურვილობა (ავიონიკა) – სხ-ზე გამოსაყენებლად განსაზღვრული ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, მისი ელექტრული ნაწილის ჩათვლით, მათ შორის – რადიოაღჭურვილობა, ფრენის ავტომატური მართვის სისტემა და სახელსაწყო აღჭურვილობა;
ჰ22
) საჰაერო მოძრაობა – ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდი;
ჰ23
) საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი) – დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანო საკუთარ დანიშნულებას ახორციელებს;
ჰ24
) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე – „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობისა“ და მოქმედი ოსტატობის აღნიშვნების (დოა-ს ჩათვლით) მფლობელი, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას;
ჰ25
) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდი – „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობისა” და მოქმედი ოსტატობის აღნიშვნების მფლობელი, რომე
ლიც უფლებამოსილია სმ მეთვალყურე-ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ განახორციელოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება.
ჰ26
) საჰაერო ტრასა – კონტროლს დაქვემდებარებული საჰაერო სივრცე (ან მისი ნაწილი) დერეფნის სახით, რომელიც სარადიონაოსნო საშუალებებით არის აღჭურვილი;
ჰ27
) საჰაერო ხომალდი – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთმოქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთმოქმედების გამოკლებით;
ჰ28
) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი – ავიასპეციალისტები, რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას სხ-ის მართვისა და მომსახურების გარკვეული მოვალეობები აკისრიათ;
ჰ29
) საჰაერო ხომალდი, რომლის საექსპლუატაციოდ მეორე პილოტია საჭირო – საჰაერო ხომალდის ტიპი, რომლის საექსპლუატაციოდ, ტიპის ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიხედვით, მეორე პილოტია საჭირო;
ჰ30
) საჰაერო ხომალდის მეთაური – სხ-ის ექსპლუატანტის ან საერთო დანიშნულების ავიაციაში, სხ-ის მფლობელის მიერ მეთაურის მოვალეობების შესასრულებლად დანიშნული, ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პილოტი;
ჰ31
) საჰაერო ხომალდის სახეობა – უმთავრესი მახასიათებლების საფუძველზე, სხ-ების დაყოფა, მაგ., თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, თავისუფალი აეროსტატი, დირიჟაბლი და სხვა;
ჰ32
) საჰაერო ხომალდის ტიპი – ერთი და იმავე პრინციპული აგებულების მქონე სხ-ები, მათ შორის, მათი ნებისმიერი სახეცვალება, იმის გამოკლებით, რაც საპილოტაჟო და საფრენოსნო მახასიათებლების ცვლილებას იწვევს;
ჰ33
) სერტიფიკატი – სახელმწიფოს მიერ გაცემული საბუთი, რომლითაც დასტურდება მისი მფლობელის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;
ჰ34
) ფრენის გეგმა – დაგეგმილ მარშრუტზე ან მის ნაწილზე ან გარკვეულ რაიონში ფრენის შესასრულებლად საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაცია;
ჰ35
) ფრენის დრო (ნაფრენი):
ჰ35.
ა) თვითმფრინავის – საერთო დრო, თვითმფრინავის მოძრაობის დაწყებიდან (აფრენის მიზნით) მის სრულ შეჩერებამდე;
ჰ35
.
ბ) შვეულმფრენის – საერთო დრო, მზიდი ხრახნის დატრიალების დაწყებიდან (აფრენის მიზნით) ხრახნების სრულ შეჩერებამდე;
ჰ36
) ღამე – დროის მონაკვეთი, საღამოს სამოქალაქო ბინდის დამთავრებიდან დილის სამოქალაქო ბინდის დაწყებამდე, ან დროის სხვა ისეთი მონაკვეთი მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო დაამტკიცებს.
შენიშვნა:
სამოქალაქო ბინდი მთავრდება საღამოთი, როცა მზის დისკოს ცენტრი ჰორიზონტის დაბლა 60
-ზეა, და იწყება დილით, როცა მზის დისკოს ცენტრი ჰორიზონტის დაბლა 60
-ზეა.
ჰ37
) შეგირდი – ეკიპაჟის წევრი, რომელიც ინსტრუქტორის ზედამხედველობით მწყობრში შესვლის პროგრამას გადის;
ჰ38
) შემმოწმებელი (საფრენოსნო) – ავიასპეციალისტი, რომელიც კონკრეტულ სხ-ზე საინსტრუქტორო ფრენაზეა დაშვებული და ეკიპაჟის შემადგენლობაში შეყვანილია მისი წევრ(ებ)ის შემოწმების ან წვრთნის მიზნით;
ჰ39
) შეცდომა – პირის ან პირთა ჯგუფის ისეთი ქმედობა, რაც მათი ან ორგანიზაციის ჩანაფიქრს, მოლოდინს არ შეესაბამება;
ჰ40
) შეცდომების/მუქარის ფაქტორების კონტროლი – შეცდომის/მუქარის ფაქტორის გამოვლენისა და მასზე ისეთი ზომებით რეაგირების პროცესი, რომლებიც აღმოფხვრის ან ამცირებს შეცდომის/მუქარის ფაქტორის შედეგებს, აგრეთვე, ამცირებს შემდგომი შეცდომის/მუქარის ფაქტორის ან საჰაერო ხომალდის არასასურველი მდგომარეობის ალბათობას.
შენიშვნა. სხ-ის არასასურველი მდგომარეობის აღწერა განსაზღვრულია იკაო-ს ოფიციალური გამოცემა – „სააერნაოსნო მომსახურების წესები. პერსონალის მომზადება“, თავი 3, დამატება D.
ჰ41
) შვეულმფრენი – ჰაერზე უფრო მძიმე სხ, რომელიც ძალური დანადგარის მეშვეობით, დაახლოებით ვერტიკალურ ღერძზე მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის მიერ წარმოქმნილი ნაკადის რეაქციის წყალობით ინარჩუნებს ატმოსფეროში მდებარეობას;
ჰ42
) ჩიკაგოს კონვენცია – ჩიკაგოში (აშშ) 1944 წელს ხელმოწერილი კონვენცია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“, რომელსაც საქართველო 1993 წელს მიუერთდა;
ჰ43
) ხარისხის კონტროლის სისტემა – დოკუმენტურად გაფორმებული საორგანიზაციო პროცედურები და პრინციპები, შიდა აუდიტი, მმართველობის სისტემის მიმოხილვა და ხარისხის გასაუმჯობესებელი რჩევების გაცემა