1. ამ წესების შესრულებაზე უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო, რომელიც ახორციელებს:
ა) ავიასპეციალისტების ოსტატობის დონის განსაზღვრას, მოწმობისა და ოსტატობის აღნიშვნის გაცემასა და გაუქმებას, მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელებას, მოქმედების ვადის შეჩერებას, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობების აღიარებას;
ბ) საქართველოს სდ-ის, ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უშუალო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სასწავლო საგნების მასწავლებელთათვის მოწმობის გაცემას, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებას, შეჩერებასა და გაუქმებას;
გ) საქართველოს სდ-ის სერტიფიცირებას;
დ) ავიასპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული მომზადების, აგრეთვე, საქართველოს სდ-ის სასწავლო პროგრამების დამტკიცებას (შეთანხმებას) და მათ განხორციელებაზე ზედამხედველობას;
ე) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ახალ ტექნიკაზე გადამზადების კანდიდატების დამტკიცებას;
ვ) მოწმობის ან ოსტატობის აღნიშვნის მისაღებად საჭირო ნებისმიერი მანევრის საჩვენებლად აუცილებელი, საქართველოში მოქმედი, საწაფის გამოყენების დამტკიცებას;
ზ) სხვა ქვეყნების იმ სასწავლო დაწესებულებებისა და საწაფების აღიარებას, სადაც საქართველოს ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელები სწავლობენ და იწვრთნებიან;
თ) ამ წესებით გაცემული მოწმობებითა და ოსტატობის აღნიშვნებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას;
ი) „ავიასპეციალისტების მოწმობების უწყებრივი რეესტრის“ წარმოებას;
კ) თეორიული გამოცდების მიღება-ჩატარებას ამ წესების დანართი №3-ით გათვალისწინებულ საგნებში.
2. სააგენტო, ავიასპეციალისტის მიერ ამ წესების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფრენის უსაფრთხოებისათვის წარმოქმნილი საშიშროების დონიდან გამომდინარე:
ა) დარღვევის მასალებს, რეაგირებისათვის უგზავნის ავიასაწარმოს;
ბ) ამ წესების შესაბამისად, აუქმებს, ან მოქმედების ვადას უჩერებს ავიასპეციალისტის მოწმობას, ოსტატობის აღნიშვნას, მასწავლებლის მოწმობას;
გ) ღებულობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს
ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.07.2025
მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო
თავი I — ზოგადი ნაწილი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 27-ე მუხლის მე-3 პუქნტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. 2013 წლის 1 იანვრამდე საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის გაცემისას, კანდიდატის მი
- მუხლი 1. ტერმინებისა და ცნებების განმარტებები
- მუხლი 2. წესებში გამოყენებული შემოკლებები
- მუხლი 3. ზოგადი დებულებები
- მუხლი 5. თეორიული გამოცდები
- მუხლი 6. საფრენოსნო დროის აღრიცხვა
- მუხლი 7. მოწმობის სტრუქტურა და შევსების წესი
- მუხლი 8. ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის (გამოცვლის) წესი
- მუხლი 9. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადა და მისი გაგრძელების წესები
- მუხლი 10. ავიასპეციალისტის სამუშაოდ დაშვება
- მუხლი 11. სახელსაწყო ფრენის (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ) უფლების მიმნიჭებელი ოსტატობის აღნიშვნა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №150, 30.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1733571/muxli-4-2/