1. პილოტ-ინსტრუქტორისა და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (თვითმფრინავი, შველმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ) ოსტატობის აღნიშვნის გაცემისას, ავიასპეციალისტს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:
ა) ცოდნა – კანდიდატი ფლობს „კომერციული პილოტის მოწმობის“ მისაღებად საჭირო ცოდნას; ამასთან ერთად, კანდიდატმა გამოავლინა ცოდნის დონე, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
ა.ა) პრაქტიკული სწავლების მეთოდიკა;
ა.ბ) სახმელეთო მომზადებისათვის საჭირო საგნებში წარმატებათა შეფასება;
ა.გ) სასწავლო მასალის ათვისების პროცესი;
ა.დ) ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილები;
ა.ე) ცოდნის შემოწმება და შეფასება, სწავლების თეორიის;
ა.ვ) მოსამზადებელი პროგრამის შემუშავება;
ა.ზ) გაკვეთილის დაგეგმვა;
ა.თ) აუდიტორიაში სწავლების მეთოდიკა;
ა.ი) სასწავლო მოწყობილობებით სარგებლობა, საწაფების ჩათვლით;
ა.კ) მოსწავლის შეცდომების გაანალიზება და შესწორება;
ა.ლ) ადამიანის შესაძლებლობები საფრენოსნო მომზადების მიმართ, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის ჩათვლით (იხ. DOC 9683);
ა.მ) სხ-ის უწესივრობისა და სისტემების მწყობრიდან გამოსვლის იმიტირებასთან დაკავშირებული საშიშროება;
ბ) გამოცდილება – კანდიდატი აკმაყოფილებს „კომერციული პილოტის მოწმობის“ მისაღებად საჭირო გამოცდილების, აგრეთვე, ამ წესების 41-ე მუხლით დადგენილ, ინსტრუქტორის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) საფრენოსნო მომზადება – პილოტ-ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით, კანდიდატმა:
გ.ა) დაამთავრა საფრენოსნო მომზადების წარმართვის მეთოდიკის სასწავლო კურსი, ოპერაციების ჩვენების, პრაქტიკული სწავლების ხერხების, უფრო მეტად გავრცელებული შეცდომების ამოცნობისა და შესწორების ჩათვლით;
გ.ბ) პრაქტიკაში იყენებდა ფრენის სქემებისა და მანევრების შესრულების იმ მეთოდიკას, რითაც საფრენოსნო მომზადების ჩატარებას აპირებს;
დ) უნარი – კანდიდატმა გამოავლინა ცოდნის გადაცემის უნარი იმ სფეროში, სადაც საფრენოსნო მომზადების ჩატარებას აპირებს, და სხ-ის იმ ტიპზე, რომელზედაც ინსტრუქტორის უფლებამოსილების განხორციელებას აპირებს, აგრეთვე, გამოავლინა გაფრენისწინა ინსტრუქტაჟის, ფრენების განხილვისა და სახმელეთო მომზადების ჩატარების უნარი.
2. ოსტატობის აღნიშვნის მფლობელის უფლებამოსილება:
ა) პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნის მფლობელი უფლებამოსილია ჩაატაროს:
ა.ა) პილოტებისა და კურსანტების სახმელეთო და საწაფზე მომზადება;
ა.ბ) პილოტებისა და კურსანტების საფრენოსნო მომზადება;
ა.გ) პილოტ-ინსტრუქტორის საფრენოსნო მომზადება.
ბ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნის მფლობელი უფლებამოსილია ჩაატაროს:
ბ.ა) პილოტებისა და კურსანტების სახმელეთო და საწაფზე მომზადება;
ბ.ბ) კურსანტების საფრენოსნო მომზადება, დამოუკიდებელ ფრენაზე დასაშვები შემოწმება და დამოუკიდებელი ფრენების კონტროლი;
ბ.გ) პილოტების საფრენოსნო მომზადება და შემოწმება;
ბ.დ) პილოტ-ინსტრუქტორისა და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის საფრენოსნო მომზადება და შემოწმებ