1. მოწმობის მიღების მიზნით, ზსხ-ის პილოტ-კურსანტმა საფრენოსნო მომზადების განმავლობაში, დამოუკიდებელი ფრენა უნდა განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ასაკი – არანაკლებ 16 წელი;

ბ) გააჩნია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული საფრენოსნო მომზადების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი (დეკლარაცია), რომლის ასლი ეგზავნება სააგენტოს, პილოტ-კურსანტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად;

გ) გააჩნია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელიც ინსტრუქტორმა უნდა გასცეს ყოველი დამოუკიდებელი ფრენის განხორციელებამდე.

2. დამოუკიდებლად შესრულებული სასწავლო ფრენების დროს, ზსხ-ის პილოტ-კურსანტს ბორტზე მუდმივად უნდა ჰქონდეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტ