ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ფრენა მგზავრის გარეშე, მხოლოდ იმ კლასის ზსხ-ით, რომლის კვალიფიკაციასაც ფლობს;
ბ) განახორციელოს ფრენა მგზავრთან ერთად, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას შესაბამისი კლასის ზსხ-ისთვის ამ წესის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) განახორციელოს პლანერის ბუქსირება, გარდა ზემსუბუქი პლანერისა, იმ შემთხვევაში, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირი ინგლისურ ენაზე, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას ამ წესის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესბამისა