ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მისაღებად, პირი უფლებამოსილია დაიწყოს ინსტრუქტორის საწყისი სწავლება, იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ფლობს ზსხ-ის პილოტის მოწმობას და გავლილი აქვს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის თეორიული ცოდნის შეფასება ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ბ) აქვს შემდეგი საფრენოსნო გამოცდილება, ზსხ-ის კლასის გათვალისწინებით, რომელზეც პირმა უნდა მიიღოს ინსტრუქტორის კვალიფიკაცია:

ბ.ა) 1-ლი კლასი – 100 სთ;

ბ.ბ) მე-2 კლასი – 150 სთ;

ბ.გ) მე-3 კლასი – 200 სთ;

ბ.დ) მე-4 კლასი – 200 სთ;

გ) პირი საფრენოსნო გამოცდილებას ადასტურებს შესაბამისი განცხადებით (დეკლარირებით);

დ) ფლობს მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილებას არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;

ე) ფლობს ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირით სარგებლობის უფლებამოსილებას;

ვ) გავლილი აქვს ფრენისას კომპეტენციის საწყისი შეფასება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სერტიფიცირებულ სდ-შ